ბიოგრაფია

ექიმი-სექსოპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკა „ლიგა“-ს გენერალური დირექტორი.

დაბადების თარიღი

28 იანვარი, 1959 · თბილისი

განათლება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

საკანდიდატო დისერტაცია

„არტერიული იმპოტენციის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდების ჰემოდინამიკური შეფასება“ (1987).

კარიერა

  1. 1985–1987

    ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

  2. 1988–1995

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო სექსოლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე.

  3. 1989–1996

    სექსოპათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი.

  4. 1996–დღემდე

    კლინიკა „ლიგა“-ს გენერალური დირექტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობა

ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის სექსუალური მოშლილობის მკურნალობის პრობლემებზე.

წევრობა

იმპოტენციის მკურნალ ექიმთა საერთაშორისო საზოგადოება (ცენტრი — კოპენჰაგენი).